სასწავლო პროექტი

გზამკვლევი:  ,,მივალ გურიაში მარა“

პროექტის მთავარი იდეა:  გურიაში ჩამოსულ უცხოელებს გავაცნოთ  ჩვენი მხარის ღირსშესანიშნაობები.

პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეები გაეცნობიან გურიაში არსებულ ტრადიციებს,  ეკლესია –მონასტრების, ციხე– სიმაგრეების ისტორიას და  არქიტექტურას, მოიპოვებენ  ინფორმაციას, თეატრის, მუზეუმების, შესახებ.  განუვითარდებათ კვლევა–ძიების სინთეზური აზროვნების, ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევები.

პროექტის მიზანი: ინფორმაციის და თვალსაჩინო მასალის მოძიება ღირსშესანიშნაობებთან დაკავშირებით და წარდგენა  ,,გზამკვლევის’’ სახით.

მონაწილეთა  ასაკი: 13–14  წელი

ვადების ხანგრძლივობა: 15 დღე

მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას და ფოტომასალას გურიაში არსებულ მნიშვნელოვან ძეგლებსა და ტრადიციებზე    წიგნებისა და ინტერნეტის საშუალებით. გეგმავენ ტურისტულ  მარშურტს, რომლის მიხედვითაც შეადგენენ სქემას.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, რვეული, კალამი, სახელმძღვანელო.

პროექტის მსვლელობა:
აქტივობა  1   მოსწავლეები ირჩევენ საპროექტო თემას
აქტივობა  2  კლას ვყოფ  ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს ვაძლევ შესასრულებელ დავალებას.
პირველი ჯგუფი  მოიძიებს ინფორმაციას გურიაში არსებულ  ეკლესია მონასტრებსა და ციხე სიმაგრეების შესახებ.
მეორე ჯგუფი გურული და ტრადიციების შესახებ.
მესამე ჯგუფი თეატრებისა და მუზეუმების შესახებ.
აქტივობა  3  მოპოვებული მასალის დახვეწა და სინთეზირება.
აქტივობა 4 ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება.

საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი: ხელოვნება, ისტორია, ისტ –ი, ლიტერატურა, რელიგია.
ს.გ.VIII.5.  მოსწავლეს  შეუძლია  დაგეგმ და  შეასრულ  სხვადასხვა სახის სამუშაო.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას;
·           განსაზღვრავს იმ მოქმედებებს, რომლებიც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად;

ს.გ.VIII.6.  მოსწავლეს შეუძლია მიმართს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მოიძიებს და აზუსტებს ინფორმაციას მომავალი პროექტის დასაგეგმად;
·           ანაწილებს გუნდში სამუშაოს/ფუნქციებს/მოვალეობებს;
·           ითვალისწინებს და იყენებს გუნდელის/ების შესაძლებლობებს (პოტენციალს);
·           ეხმარება კლასელებს შემოქმედებითი და საორგანიზაციო  სიძნელეების გადალახვაში;
·           ეხმარება სხვებს კონკრეტული ამოცანის შესრულებაში და საჭიროების შემთხვევაში მათგან ითხოვს დახმარებას.
                                          

ს.გ.VIII.8.  მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის კომუნიკაციის  და კულტურის თვითგამოხატვის     საშუალება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა კულტურის ხელოვნების ნიმუშებს: თემატიკის, სტილის, კომპოზიციური წყობის, კოლორი­ტის მიხედვით;
·           ასახელებს კონკრეტული კულტურის რამდენიმე მახასიათებელს, რომლებიც ასახულია ნამუშევარში (სამოსი, არქიტექტურა, ჭურჭელი, ავეჯი და სხვ.);
·           მოიძიებს მასალას რომელიმე მისთვის საინტერესო ქვეყნის კულტურის ძეგლებზე და წარუდგენს თანაკლასელებს მოხსენების და  თვალსაჩინო მასალის სახით;
·           მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ ერის შესახებ მისი ხელოვნების ნიმუშების გაცნობით.
ს.გ.VIII.12.  მოსწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აგროვებს ინფორმაციას მისთვის საინტერესო ისტორიული პერიოდის ქართული ხელოვნების ძეგლებზე და აცნობს თანა­კლასელებს მოხსენების და თვალსაჩინო მასალის სახით;
·           მსჯელობს ქართული კედლის მხატვრობის რამდენიმე ცნობილ ნიმუშზე;
·           აგროვებს ინფორმაციას მისთვის საინტერესო ხელოვნების დარგის (მინანქარი, ოქრომჭედლობა, ჭედურობა, ხატწერა და სხვ.) რამდენიმე ნიმუშის შესახებ და აცნობს თანაკლასელებს მოხსენების და თვალსაჩინო მასალის სახით;
ს.გ.VIII.13.            მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების  ცხოვრებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მოიძიებს ინფორმაციას რამდენიმე ცნობილ კულტურულ ძეგლზე და მსჯელობს მათი გავლენის შესახებ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე (მაგ. ეიფელის კოშკი, ნუი-იორკის სავაჭრო ცენტრი,  თავისუფლების ქანდაკება და ა.შ.);

პროექტის ხელმძღვანელი: თამარ თენიეშვილი.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tamunatenieshvili@gmail.com

სასწავლო პროექტი